ქალთა საერთაშორისო ასოციაციის სტუმრობა ჩაფიძის გულის ცენტრში

16 ნოემბერი, 2016 სიახლეები 1 წთ საკითხავი

ქალთა საერთაშორისო ასოციაციის სტუმრობა ჩაფიძის გულის ცენტრში

2016 წლის 9 ნოემბერს აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს ესტუმრა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წარმატებულ საქმიან ქალებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მეუღლეებს. ქალთა საერთაშორისო ასოციაცია არის არასმთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მრავალ საქველმოქმედო პროექტს. სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკა, გაეცნენ ცენტრში მიმდინარე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცესებს. აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციას შორის დაიდო შეთანხმება სამომავლო საქველმოქმედო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარების შესახებ.
გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი